წარმოების პირველი ეტაპი

წარმოების პირველი ეტაპი

18 თებერვალი 2022

2021 წლის 14 დეკემბერს „ჯოლიომ“ მზესუმზირის ზეთის გადამუშავება სატესტო რეჟიმში დაიწყო. ზეთის წარმოება სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნედლეულის გადამუშავებას და საბოლოო, სარელიზაციო პროდუქტის მიღებას შეფუთვის ჩათვლით.

ამ პერიოდის განმავლობაში გარდა ადგილობრივი ბაზრის მომარაგებისა რაც შეადგენდა:

  • 14 ტონა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთის,
  • 300 000 ლიტრი რაფინირებული მზესუმზირის ზეთისა და
  • 26 ტონა მზესუმზირის შროტის რეალიზაციას,

ასევე განხორციელდა პირველი ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე, კერძოდ კი 45 ტონა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთის მიწოდება სომხეთის ბაზრისთვის.

„ჯოლიოს“ საწარმო 2022 წლის აპრილში სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას და სამომავლო გეგმების განხორციელებას, რაც არის თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის მზესუმზირის ზეთით ადგილობრივი ბაზრის მომარაგება და ასევე ექსპორტი.