2022 წლიდან 2023 წლის მაისის თვის ჩათვლით “ჯოლიომ” 2200 ტონა მზესუმზირის ზეთის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ ჯამში 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: ტუნისი, სირია, კენია, სომხეთი, ნეპალი, ისრაელი.
„ჯოლიოს“ მიერ საქართველოში წარმოებულ მზესუმზირის ზეთზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია იქიდან გამომდინარე, რომ გამოირჩევა მაღალი ხარისხით და სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ძირითადი ფაქტორი პროდუქტზე მოთხოვნისა არის მაღალი ხარისხი, კონკურენტული ფასი და მიწოდების მოქნილი პირობები.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საწარმოს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს საერთაშორისო ბაზრის 12 000 ტონა მზესუმზირის ზეთით მომარაგებას.